- ბაზრის, მომხმარებლების და კონკურენტების ფუნდამენტური ანალიზით კონკურენტულ გარემოში საკუთარი პოტენციალის ამოცნობა და განვითარება
- მარკეტინგული სტრატეგიის და გრძელვადიანი მიზნების დასახვა მარკეტინგული მიქსის დახმარებით (პროდუქტი, ფასი, დისტრიბუცია, კომუნიკაცია)
- პროდუქტის შეთავაზების წარმატებით განთავსება ბაზარზე
- მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და სისტემატური შეფასება
- მარკეტინგული კონცეფციის შექმნა და დამარწმუნებელი პრეზენტაცია
1 ნაბიჯი: სიტუაციის ანალიზი
- სიტუაციის ანალიზი ბაზარზე/ ბაზრის დინამიკა: სეგმენტაციის კრიტერიუმები, Buyer Persona – ს განვითარება, ბაზრის სიდიდე, ბაზრის ზრდა, ყიდვის პროცესი (Decision Making Unit)
- სიტუაციის ანალიზი კონკურენტულ გარემოში: Porter’s Five Forces – ის კონცეფციით კონკურენტული გარემოს შეფასება (Porter’s Five Forces)
- გარემოს ანალიზი: PESTEL – ის ანალიზით არსებული და სამომავლო შანსების და რისკების შეფასება
2 ნაბიჯი: მარკეტინგული მიზნები და სტრატეგიები
- ნაწილობრივი ბაზრების და მარკეტინგული სეგმენტის შერჩევა. არადიფერენცირებული და დიფერენცირებული მარკეტინგული სეგმენტის ანალიზი. სტრატეგიული გადაწყვეტილებები შერჩეული ნაწილობრივი ბაზრების სიდიდესთან მიმართებაში.
- დიფერენცირების სტრატეგიები: დიფერენცირება პროდუქტის, ფასის, დისტრიბუციის და კომუნიკაციის დონეზე.
- ზრდის სტრატეგიები: ბაზარზე შეღწევა, ბაზრის განვითარება, პროდუქტის განვითარება, დივერსიფიკაცია.
- კონკურენციის სტრატეგიები: პიონერის, ბაზრის ინიციატორის, ბაზრის თანამოთამაშის, ნიშების სტრატეგია
- კორპორატიული იდენტურობა: კორპორატიული დიზაინი, კორპორატიული კომუნიკაცია, კორპორატიული ქცევა
- სასურველი ბრუნვა და საბაზრო წილი
3 ნაბიჯი: მარკეტინგული მიქსი
- პროდუქტი: ასორტიმენტის ჩამოყალიბება და განვითარება. სწორი მარკეტინგული მიქსი პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ფაზაში. გამოკვეთილი მარკეტინგული პოზიციის დაკავება. შეფუთვა. დამატებითი მომსახურებები
- ფასი: მოთხოვნაზე ორიენტირებული, კონკურენტებზე ორიენტირებული და ხარჯებზე ორიენტირებული ფასის განსაზღვრა, ფასის პოზიციონირების სტრატეგიები, ფასდადების ფსიქოლოგიური ფაქტორები, ფასდაკლების აქციები.
- დისტრიბუცია: პირდაპირი და არაპირდაპირი რეალიზაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები. Push– და Pull – სტრატეგია, Cross-Selling, Up-Selling
- კომუნიკაცია: მარკეტინგული კომუნიკაციის ჩარჩო პირობები, წარმატების ფაქტორები კომუნიკაციაში, 360 გრადუსიანი Touchpoint– ანალიზი, რეკლამა, გაყიდვების ხელშეწყობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა.
4 ნაბიჯი: მარკეტინგული ინსტრუმენტების დაგეგმვა და კოორდინაცია
- მარკეტინგულ მიზნებთან შეთანხმებული მარკეტინგული მიქსის დაგეგმვა
- ახალი მომხმარებლების შეძენა და ძველის შენარჩუნება
- მარკეტინგული ბიუჯეტის განაწილება
5 ნაბიჯი: მარკეტინგის კონტროლი
- გაყიდვების ძაბრის მეშვეობით (Sales Funnel) ყიდვის პროცესში პრობლემების ან გაუმჯობესების პოტენციალის ამოცნობა
- Return on Marketing Investment (ROMI) ინდექსის გამოთვლა
დასკვნითი ნაწილი
საკუთარ ბიზნესზე მორგებული მარკეტინგული კონცეფციის შედგენა და წარდგენა და მასთან დაკავშირებული შეფასებების და მოსაზრებების გაზიარება სემინარის მონაწილეთა მხრიდან
საშეღავათო პირობები:
- BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილეებისთვის მოქმედებს 40% – იანი ფასდაკლება
- BPN Georgia – ს პროგრამის მონაწილე კომპანიების თანამშრომლებზე 20% – იანი ფასდაკლება
- ერთი კომპანიიდან სამი და მეტი პირის დასწრების შემთხვევაში 20 % – იანი ფასდაკლება